ხელშეკრლება


1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გამსესხებელი შპს 4ფინანსი (ს/ნ 401978605, მის: თბილისი, ც. დადიანის ქ.#7, ელ. ფოსტის მის: info@kimbi.ge ;

ბ) მსესხებელი ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელზეც გამსესხებელი გასცემს სესხს ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

გ) სესხის ხელშეკრულება გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ელექტრონული ან სტანდარტული ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს, ხელშეკრულების თავსართს, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, პირობებს და რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ, ხდება ელექტრონულად (რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით).

დ) ხელშეკრულების დადების შეთავაზება (მოწვევა ოფერტზე) გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის პირობების საკუთარ ვებგვერდზე განთავსება, რომელიც არ წარმოშობს გამსესხებლის ვალდებულებას ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით;

ე) სესხის განაცხადი გამსესხებლის მიერ ვებგვერდზე განთავსებული ფორმა, რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს მითითებას სესხის ოდენობისა და ვადის შესახებ და რომლის ელექტრონულად შევსება და დადასტურება წარმოადგენს მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გაკეთებულ ოფერტს წინამდებარე ხელშეკრულების დადებაზე.

ვ) ოფერტი მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების გაცნობის და გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმების ფაქტი; აღნიშნულით ასევე დასტურდება მსესხებლის თანხმობა, რომ გამსესხებელმა მსესხებლის მიერ მიწოდებული სესხის განაცხადის დამუშავების, ასევე მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელის მიერ თავისი უფლებ(ებ)ის დაცვის, მსესხებლის გადახდისუნარიანობის და, ასევე მსესხებლის საკრედიტო ისტორიის დადგენის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, იმ ფარგლებში, რაშიც აღნიშნული აუცილებელია გამსესხებლის სამეწარმეო ინტერესების დასაცავად, ნებისმიერ დროს მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია სს

კრედიტინფო საქართველოს (ს/კ 204470740) მონაცემთა ბაზაში. ასევე, გამსესხებელი უფლებამოსილია, სესხის დამტკიცების მიზნით გადაამოწმოს მსესხებლის შესახებ ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და/ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

ზ) აქცეპტი გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტონული ფოსტის

მისამართზე სესხის არსებითი პირობების შესახებ ინფორმაციის გაგზავნითა და მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვით. სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვის მომენტიდან;

თ) სესხის თანხა თანხა, რომელიც გაიცემა მსესხებელზე და ექვემდებარება ამ უკანასკნელის მიერ გამსესხებლისათვის დაბრუნებას წინამდებარე ხელშეკრულებით და თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული წესითა და პირობებით; ი) წლიური საპროცენტო სარგებელი (საკომისიო) გამსესხებლის მიერ განსაზღვრული, ვებგვერდზე მითითებული საპროცენტო სარგებელი, რომელიც ერიცხება სესხის თანხას ყოველდღიურად და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც (სასყიდლის ფორმით) მსესხებელს წარმოეშობა სესხის თანხის დაბრუნებასთან ერთად. საპროცენტო სარგებლის დარიცხვა წარმოებს ყოველდღიურად და მისი დარიცხვა იწყება სესხის ხელშეკრულების დადებიდან მომდევნო დღეს;

კ) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაშიც გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი მსესხებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით.

ლ) პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის ნარჩენი ძირი თანხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის და ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. მსესხებელი აცნობიერებს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია საჭირო გახდეს დარიცხული თანხის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით, 0,5 მეათედამდე, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას;

მ) გადახდის თარიღის გადავადება გამსესხებლის თანხმობისა და გადავადების საფასურის გადახდის საფუძველზე მსესხებლის მიერ გრაფიკით განსაზღვრული ვადის გადავადება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. გადახდის თარიღის გადავადების უფლება მსესხებელს წარმოეშვება მას შემდეგ, რაც განახორციელებს გადახდას გადახდის გრაფიკის შესაბამისად ზედიზედ ორჯერ.

ნ) გადახდის თარიღის გადავადების საფასური საფასური, რომელსაც იხდის მსესხებელი გადახდის თარიღის გადავადების შემთხვევაში და რომლის ოდენობაც განისაზღვრება გადახდის გრაფიკით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელის ოდენობით იმ კონკრეტული გადახდისთვის, რომლის გადახდის თარიღის გადავადებასაც ახორციელებს კლიენტი.

ო) გამსესხებლის საბანკო ანგარიში გამსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც მითითებულია მის ვებგვერდზე;

პ) მსესხებლის საბანკო ანგარიში მსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც მითითებულ იქნება მსესხებლის მიერ, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მსესხებლის იდენტიფიკაცია საცდელი გადახდის განხორციელების საფუძველზე და

რომელზეც გადაირიცხება სესხის თანხა;

ჟ) იდენტიფიკაცია მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (1 თეთრი) გადარიცხვა. ან გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, მათ შორის ტელეფონით, რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიკაცია (გადამოწმება);

ტ) სესხის ვადა განისაზღვრება სესხის ხელშეკრულების სპეციალური პირობებით. უ) გამსესხებლის ვებგვერდი www.kimbi.ge

ფ) პერსონალური კოდი მსესხებლისათვის გამსესხებლის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც გამოიყენება მსესხებლის იდენტიფიცირებისათვის.

ქ) ხელშეკრულების თავსართი ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც წინ უსწრებს ხელშეკრულების ყველა სხვა ნაწილს/დებულებას და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;

ღ) ვადაგადაცილებული თანხა - თანხა, რომლის გადახდაც არ არის განხორციელებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.


2. ხელშეკრულების საგანი

2.1 წინამდებარე ხელშეკრულებით (შემდგომში ხელშეკრულება) გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად გამსესხებელი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით მსესხებელს მისცეს სესხი, ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას, დააბრუნოს მიღებული სესხი, გადაიხადოს მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ხარჯი და სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით დადგენილი სხვა ვალდებულებები.


3. ზოგადი დებულებები

3.1. სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი ადასტურებს, რომ:

ა) გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი სხვა მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს გამსესხებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, არ მოქმედებს მესამე პირის სახელითა და დავალებით, არ აქვს ურთიერთობა ფიქტიურ ბანკთან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

ბ) აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

გ) არ აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებები გამსესხებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ;

დ) არ არის დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

ე) არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია და არარსებობს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის გადახდისუნარიანობაზე;

ვ) გაეცნო ამ ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები; ზ) მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

თ) აქვს სტაბილური შემოსავალი და აქვს უნარი, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებები

3.2. სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ, მსესხებელი აცხადებს უპირობო თანხმობას, რომ გამსესხებელმა მსესხებლის მიერ მიწოდებული სესხის განაცხადის დამუშავების, ასევე მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამსესხებლის მიერ თავისი უფლების დაცვის, მსესხებლის გადახდისუნარიანობის, მსესხებლის საკრედიტო ისტორიის დადგენის, ასევე მომხმარებლის მიმდინარე სასესხო ვალდებულების მონიტორინგის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, იმ ფარგლებში, რაშიც აღნიშნული აუცილებელია გამსესხებლის სამეწარმეო ინტერესების დასაცავად, ნებისმიერ დროს მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია სს კრედიტინფო საქართველოს (ს/კ 204470740) მონაცემთა ბაზაში. გამსესხებელი ასევე უფლებამოსილია, სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ, სესხის გაცემამდე, სესხის დამტკიცების მიზნით მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და/ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. ამასთან, მსესხებელი აცნობიერებს, რომ მცდარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

3.3. მსესხებელს უნდა გააჩნდეს აქტიური ანგარიში შემდეგ საბანკო დაწესებულებებში: სს საქართველოს ბანკი, სს თიბისი ბანკი, სს ტერაბანკი სს

ლიბერთი ბანკი


4. სესხის განაცხადი და სესხის გაცემა

4.1. სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებგვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მითითებულია სასურველი სესხის ოდენობა და ვადა. სესხის განაცხადის შევსებით და ველი ვადასტურებ, რომ გავეცანი სესხის ხელშეკრულებას და ვეთანხმები მას და ვადასტურებ, რომ გავეცანი და ვეთანხმები იდენტიფიკაციის პირობებს მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო და იდენტიფიკაციის პირობებს, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით (აკეთებს ოფერტს).

4.2. სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ ხდება მსესხებლის იდენტიფიკაცია (მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიცირების მიზნით მსესხებელი ახდენს გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (1 თეთრი)

გადარიცხვას ან ხდება გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება). იმ შემთხვევაში, თუ იდენტიფიკაცია განხორციელდება 1 (ერთი) თეთრის გადარიცხვის მეშვეობით, გამსესხებელი უფლებამოსილია შეასრულოს შემდეგი მოქმედებები: ა) მსესხებელს დაუბრუნოს აღნიშნულ თანხას 1 თეთრის გადმორიცხვიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, გამსესხებლისთვის ცნობილ მსესხებლის საბანკო ანგარიშზე; ბ) აღნიშნული თანხა ჩაუთვალოს მსესხებლის მიერ სესხის ნაწილობრივ გადახდად და გამოუქვითოს მიმდინარე ვალდებულებიდან. ამასთან, ამ მუხლით განსაზღვრული დებულებები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მსესხებლის მიერ 1 თეთრის გადმორიცხვის შემდეგ ნებისმიერი მიზეზის გამო არ განხორციელებულა სესხის გაცემა.

4.3. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ შპს 4ფინანსმა მის მიერ მიწოდებული სესხის განაცხადის დამუშავების (კერძოდ, პირადი მონაცემების გადამოწმება, სესხის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი მხარეთა ზუსტი რეკვიზიტების სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი და ა.შ. დადგენა, სესხის განაცხადის შეფასება დადებითი ან უარყოფითი პასუხის დასადგენად), სესხის ლიმიტის დამტკიცებისა და სესხის თანხის გაცემის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიიღოს, ორგანიზაციისთვის აუცილებელი, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები.

4.4 წინამდებარე მუხლით განსაზღვრული მიზნებისთვის მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებამოსილებას, მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კლიენტის შესახებ ნებისმიერი მესამე პირისგან მსესებელთან ყოველგვარი დამატებითი შეთანხმების გარეშე იმ მოცულობიც, რაც აუცილებელია აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.

4.5. იდენტიფიკაციის დასრულების შემდგომ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე. გამსესხებელი უფლებამოსილია, უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის მიზეზ(ებ)ი.

4.6. გამსესხებელი, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მსესხებელს, მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის ინფორმაციას სესხის სპეციალური პირობების შესახებ და ახდენს სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. გადარიცხვის მომენტიდან სესხი გაცემულად ითვლება.

4.7. მსესხებელს უფლება აქვს გამოიყენოს სესხი ნებისმიერი კანონიერი მიზნისათვის.

4.8 მსესხებლისთვის ცნობილია, რომ მას შესაძლოა მოუწიოს სესხის თანხის საბანკო ანგარიშიდან განაღდების საკომისიოს გადახდა. აღნიშნული საკომისიოს გადახდა წარმოებს საბანკო დაწესებულების მიმართ და მისი საშუალო საბაზრო ღირებულება შეადგენს განაღდებული თანხის 0,2%.

4.9. გამსესხებელი უფლებას იტოვებს, ცალმხრივად მოახდინოს პროცენტის შემცირება (დაგეგმილი აქციების ან სხვაგვარი სარეკლამო აქტივობების პერიოდში)

და აღნიშნული ცვლილება არ საჭიროებს მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებას ან მოხმარებლის წინასწარ ინფორმირებას.


5. გადახდის პირობები

5.1 სესხზე ყოველთვიური შენატანის ოდენობა განსაზღვრულია გადახდის გრაფიკის მიხედვით.

5.2. ყოველთვიური შენტანების განხორციელების სიხშირე განსაზღვრულია გადახდის გრაფიკის მიხედვით;

5.3. სასესხო ვალდებულების დასაფარად (შესასრულებლად) შემოტანილი ანდა მსესხებლის ანგარიშზე ჩარიცხული თანხებით მსესხებლის დავალიანების დაფარვის რიგითობა:

5.3.1 სესხის გაცემასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები;

5.3.2 სესხის დარიცხული ვადაგადაცილების საურავი/ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

5.3.3 სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი;

5.3.4 წინსწრების პროცენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

5.3.5 სესხის ძირითადი თანხა;

5.4. თუ გადახდის დღე ემთხვევა უქმე ან არასაბანკო დღეს, მსესხებელი ვალდებულია გადახდა განახორციელოს მომდევნო სამუშაო დღე.

5.5. გადახდები ხორციელდება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით შესაბამისი დანიშნულების მითითებით, მათ შორის სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით მსესხებლის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით თანხის ჩარიცხვის მომენტიდან.

5.6. გადახდები ხორციელდება ეროვნული ვალუტით. უცხო ქვეყნის ვალუტით გადახდის შემთხვევაში მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება, განსხვავებული ვალუტით ჩარიცხული თანხა უკან დაუბრუნდება მსესხებელს, გადარიცხვასთან/უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო ხარჯების გამოკლებით ან გამსესხებელი განახორციელებს უცხოური ვალუტით ჩარიცხული თანხის კონვერტაციას თანხის მიღებიდან გადახდის დღეს განსაზღვრული მიმღები ბანკის კომერციული კურსის შესაბამისად და მიმართავს მსესხებლის ვალდებულების დასაფარად. ამასთან, დაუშვებელია გამსესხებლისთვის აღნიშნულ თანხაზე გამსესხებლის მფლობელობაში ყოფნის გამო რაიმე სახის სარგებლის მოთხოვნა.

5.7. მსესხებლის იდენტიფიცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს თანხის შეტანის დანიშნულებაში მსესხებლის სახელის, გვარის და მსესხებლისთვის მინიჭებული პერსონალური კოდის მითითება.

5.8. თუ გამსესხებელი იღებს გადახდას, რომლის ამოცნობა შეუძლებელია, ამოცნობის მომენტამდე მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება და გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს

დააკისროს პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების შესაბამისად.

5.9. სესხი ჩაითვლება გადახდილად და სასესხო ურთიერთობა შეწყვეტილად, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი სრულად შეასრულებს გადახდის ვალდებულებას გამსესხებლის ანგარიშზე სესხის ძირითადი თანხის, ფინანსური ხარჯის, სესხის წინსრებით დაფარვის საკომისიოს (არსებობის შემთხვევაში) დარიცხული საპროცენტო სარგებლის და ზიანის ანაზღაურების (არსებობიას შემთვევაში) ჩარიცხვის გზით.

5.10. მსესხებელი უფლებამოსილია მოახდინოს სესხის ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა. სესხის ვადამდე სრულად დაფარვის შემთხვევაში მსესხებელი იხდის სესხის თანხას და პროცენტს სესხის გამოყენებული დღეების რაოდენობის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს სურს სესხის სრულად ან ნაწილობრივ წინსრებით დაფარვა, იგი ვალდებულია, შეატყობინოს გამსესხებელს ამის თაობაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული საკომუნიკაციო ფორმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ შეატყობინებს სესხის წინსრებით დაფარვის თაობაზე გამსესხებელს, გადახდა ჩაითვლება შესრულებულად, თუმცა სესხის თანხის განაწილება გამსესხებლის მიერ მოხდება მსესხებელთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.

5.11. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი განახორციელებს სესხის ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვას გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება, ცალმხრივად შეცვალოს სესხის დაფარვის გრაფიკი (შეადგინოს ახალი გრაფიკი) და ამ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იქნება სესხი დაფაროს გამსესხებლის მიერ შედგენილი ახალი გრაფიკის მიხედვით. მოდიფიცირებული გრაფიკი მსესხებელს გადეგზავნება მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

5.12. სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) თუ სესხის ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში სესხის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%- ისა; ბ) თუ სესხის ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში სესხის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა; წინასწრების საკომისიოს და/ან პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება გამსესხებელს არ აქვს, თუ: ა) ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი; ბ) სესხის წინსწრებით დაფარვა ხდება გამსესხებლის მოთხოვნით; გ) სესხის წინსწრებით დაფარვა ხდება გამსესხებლის მხრიდან სესხის ხელშეკრულებებში შესატან ცვლილებებზე მსესხებლის მხრიდან დაუთანხმებლობის მიზეზით.

5.13. იმ შემთხვევაში, წინსწრებით ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში იფარება სესხის საწყისი ძირითადი თანხის 20%, არანაკლებ 500 ლარის ოდენობით, მომხმარებლის უფლება აქვს მოითხოვოს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში გამსესხებელი მსესხებელს შესთავაზებს ახალი გადახდის გრაფიკის შემდეგ ალტერნატივებს:

ა) სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის გადანაწილება იმავე პერიოდზე ყოველთვიური შენატანის შემცირების გზით;

ბ) ყოველთვიური შენატანის იმავე ოდენობის პირობებში სესხის დარჩენილი ვადის

შემცირება.


6. სხვა სესხის მიღება

6.1. მიმდინარე სესხის ბოლომდე დაფარვის შემდგომ მსესხებელს აქვს გამსესხებლის ვებგვერდზე მოცემული სხვა (ახალი) სესხის მიღების შესაძლებლობა.


7. პასუხისმგებლობა

7.1. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

7.2. მსესხებელი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებაში მოცემული ყველა პირობა და სრულიად აცნობიერებს გადახდების შეყოვნებასთან დაკავშირებულ შედეგებს.

7.3. მსესხებელი პასუხს აგებს გამსესხებლის წინაშე ხელშეკრულებით განსაზღვრული ინფორმაციის სიზუსტეზე და სისრულეზე, ვებგვერდზე დარეგისტრირებისას მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ყველა იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც მან გამსესხებელს მიაწოდა ხელშეკრულების დადებისას, დადებამდე ან დადების შემდგომ.

7.4. გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების და გადახდის გრაფიკით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დაარიცხოს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი ძირი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო გამსესხებლის მიერ სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში უკან გამოთხოვის და/ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში - ნარჩენი ძირითადი თანხის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის ვალდებულებებისაგან.

7.5. მხარეები თანხმდებიან, რომ გამსესხებლის თანხმობის საფუძველზე (გადავადების დამტკიცება წარმოადგენს გამსესხებლის დისკრეციას) მსესხებელი უფლებამოსილია, გადახდის თარიღის გადავადების უფლება გამოიყენოს ხელშეკრულების დადების თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში არაუმეტეს 2-ჯერ, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მსესხებელი ვერ ახერხებს სასესხო ვალდებლების შესრულებას გრაფიკით განსაზღვრული პერიოდულობით მას გადავადების საფასურის გადახდის სანაცვლოდ შეუძლია 1 თვის ვადით გააგრძელოს (გადაწიოს) შენატანის (გადახდის) განხორციელების გრაფიკით განსაზღვრული ვადა. გადახდის თარიღის გადავადების მიზნით გადახდის თარიღის გადავადების საფასურს მსესხებელი გამსესხებლის ანგარიშზე რიცხავს გრაფიკით განსაზღვრული გადახდის თარიღის მომდევნო დღიდან 25 დღის განმავლობაში.

7.6. გამსესხებელი იტოვებს უფლებას არ დაამტკიცოს გადახდის თარიღის გადავადება, თუ მსესხებლის მიერ გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხის ან გადავადების საფასურის ამ ხელშეკრულებით

შეთანხმებულ ვადებში გადაუხდელობის გამო ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა აღემატება 25 კალენდარულ დღეს და, ამასთანავე, ნებისმიერ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო არ არის გადახდილი მსესხებლის მიერ.

7.7. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება სესხის ვადის გადავადებაზე უარის თქმის შესახებ.

7.8. .თუ სესხის სრულად დაფარვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ მსესხებლის მიერ ზედმეტად გადახდილია თანხა, კლიენტი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება და/ან აღნიშნული თანხის მიმართვა სხვა სასესხო ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ დასაფარად (არსებობის შემთხვევაში). მხარეები აქვე თანხმდებიან, რომ მსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში ზედმეტად და/ან არასწორად გადახდილი/ჩარიცხული თანხის მსესხებლისთვის დაბრუნება შესაბამისი გადადარიცხვისთვის საჭირო საკომისიოს და სხვა გადასახდელების გამოკლებით განხორციელდება მსესხებლის შესაბამისი მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღისგანმავლობაში. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ ატრნიშნული თანხა შესაძლოა ასევე მიმართული იყოს მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე ნაკისრი სხვა სასესხო ვალდებულების დასაფარად მოხდება ამგვარი მოთხოვნის განხორციელებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

7.9. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებებით.

7.10. ფორსმაჟორი არის მოცემულ შემთხვევაში აუცდენელი და უძლეველი ძალა, რომელიც დგება მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად და ატარებს წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს, მათ შორის მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ომი.

7.11. თუ ერთ-ერთი მხარე ფორსმაჟორის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.

7.12. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება ფორსმაჟორის მოქმედების დასრულებისთანავე.


8. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

8.1. გამსესხებელი უფლებამოსილია დაამუშავოს მსესხებლის მონაცემები (შეგროვება, შენახვა, აღრიცხვა, დარეგისტრირება, გადაცემა და სხვა), ასევე გადასცეს მესამე პირს და მიიღოს მისგან მსესხებელზე ინფორმაცია. მესამე პირს შეიძლება ინფორმაცია გადაეცეს:

ა) ბიზნესის გაყიდვის შემთხვევაში ან ბიზნესის წილის გაყიდვის შემთხვევაში; ბ) კანონის მოთხოვნის საფუძველზე;

გ) საკრედიტო ისტორიის დაწესებულებას ან სხვა მსგავს ორგანიზაციას, რომელიც ცენტრალიზებულად იღებს ინფორმაციას ერთმანეთთან დასაკავშირებლად;

დ) პრობლემური სესხების ამოღების გარე პარტნიორებს;

ე) საპროცესინგო ან სხვა მესამე პირს, რომელიც გადახდის პროცესინგს

უზრუნველყოფს, რაც აგრეთვე აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გასაწევად. მსესხებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ გაეცნო გამსესხებლის

კონფიდენციალობის პოლიტიკას, რომელიც განთავსებულია ინკზე

8.2. ხელშეკრულებაზე დათანხმებით მსესხებელი ეთანხმება, რომ მისთვის სათანადო მომსახურების გაწევის მიზნით, გამსესხებლის საოპერაციო საქმიანობის, სესხის დაბრუნების/ამოღების მიზნებისათვის შესაძლოა მსესხებლის პირადი მონაცემები, გარდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციისა, გამჟღავნებული იქნას გამსესხებლის შიდა პერსონალთან შეზღუდვის გარეშე, მათ შორის საზღვარგარეთის პერსონალთან, სათაო კომპანიასა და 4ფინანსის ჯგუფში შემავალ კომპანიებთან. ამასთან, გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის შესახებ ინფორმაცია გარდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციისა, გადასცეს 4ფინანსის ჯგუფში შემავალ კომპანიებს მათი საოპერაციო საქმიანობის სრულყოფის, მათ მიერ სესხის გაცემაზე ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების, სესხის დაბრუნების, მსესხებლის გადახდისუნარიანობის დადგენის მიზნებისთვის იმ მოცულობით, რაც აუცილებელი იქნება ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.

8.3. ამ ხელშეკრულებით მსესხებელი აცხადებს უპირობო თანხმობას, რომ:

ა) მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებამოსილებას მოიძიოს ინფორმაცია მსესხებლის შესახებ სს კრედიტინფო საქართველოს (ს/კ 204470740) საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში და ასევე მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე მსესხებლის როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური (ნეგატიური ინფორმაცია გადაეცემა ვადაგადაცილებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ) ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს სს კრედიტინფო საქართველოს, რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას კრედიტინფო საქართველოს საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადასახდელი/გადახდილი და გადაუხდელი სესხებისა და სხვა მიმდინარე, შესრულებული და შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან, ასევე ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება კრედიტუნარიანობის შეფასების მიზნებისთვის. კრედიტინფო საქართვლოს, რომელიც წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს, უფლება აქვს, მიღებული ინფორმაცია დაამუშავოს/გადაამუშაოს და გადასცეს მესამე პირებს მონაცემთა სუბიექტის კრედიტუნარიობის/გადახდისუნარიობის შეფასებისა და შემოწმების მიზნით. გამსესხებელს უფლება აქვს მსესხებლის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიობის შემოწმების, მისთვის მომსახურების გაწევის, სესხის განაცხადის დამუშავების, შეთავაზებისა, მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამსესხებლის მიერ თავისი უფლებ(ებ)ის დაცვის, მსესხებლის საკრედიტო ისტორიის დადგენის და სხვა კანონიერი მიზნით, ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად მოიძიოს მსესხებლის შესახებ ინფორმაცია საკრედიტო ისტორიის მონაცემთა ბაზაში და ასევე გადასცეს მასთან არსებული ინფორმაცია კრედიტინფო საქართველოს მსესხებლის საკრედიტო ისტორიაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების შესახებ. გადასაცემი ინფორმაცია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა (არსებობის შემთხვევაში) და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს;

ბ) სესხის დამტკიცების მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, გამსესხებელმა მოიძიოს და გადაამოწმოს მსესხებლის შესახებ ინფორმაცია ნებისმიერი რეესტრიდან და მონაცემთა ბაზიდან, მათ შორის: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და ა.შ.;

გ) მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის და/ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელმა მსესხებლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მესამე პირებს. გამსესხებელი ამ მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას განახორციელებს იმ ფარგლებში, რაშიც აღნიშნული აუცილებელია გამსესხებლის სამეწარმეო ინტერესების დასაცავად.

დ) ამასთან, მსესხებელი აცხადებს თანხმობას იმასთან დაკავშირებით, რომ გამსესხებელმა ნებისმიერ დროს მსესხებელთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, (გარდა სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციისა) მათ შორის პერსონალური მონაცემები, მისი (მსესხებლის) საკრედიტო ისტორია, ასევე ინფორმაცია გადახდილ თანხებზე, მიმდინარე ვალდებულებებზე, შეუსრულებელ ვალდებულებებზე, ასევე ინფორმაცია დაკავშირებული კლიენტის მიერ განხორციელებულ გადახდებთან და, ასევე, დამტკიცებულ ან უარყოფილ სასესხო განაცხადებთან გადასცეს შპს ფრენდლი ფაინენს ჯორჯიას (ს/კ 405131557) (შემდგომ კომპანია) შემდეგი მიზნებისთვის: კომპანიის საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესება, კომპანიის მიერ საკრედიტო რისკების შეფასება, სესხის გაცემასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება, სესხის დაბრუნება, კომპანიის მიერ თაღლითობის ფაქტ(ებ)ის აღმოჩენა და თავიდან აცილება, კომპანიის მიერ მსესხებლის გადახდისუნარიანობის დადგენა და მონაცემთა ანალიზი. გამსესხებელი კომპანიას ინფორმაციას გადასცემს იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აღნიშნული აუცილებელია ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად იმ პირობით, რომ კომპანია თავის მხრივ დაიცავს ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

ე) გამსესხებელმა მსესხებლის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის ინფორმაცია სასესხო დავალიანების თაობაზეგადასცეს შპს ემ ეს ჯგუფს და მსგავსი ფუნქციის მქონე კომპანიებს სარეკლამო-საინფორმაციო SMS მომსახურების განხორციელების მიზნით.

ვ) გამსესხებელი, მსესხებლის მიერ მიწოდებული სესხის განაცხადის დამუშავების, ასევე მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მდგომარეობის ასახვის, მათ შორის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამსესხებლის მიერ თავისი უფლებ(ებ)ის დაცვის, მსესხებლის გადახდისუნარიანობის, ასევე მსესხებლის საკრედიტო ისტორიის დადგენის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, იმ ფარგლებში, რაშიც აღნიშნული აუცილებელია გამსესხებლის სამეწარმეო ინტერესების დასაცავად, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია, შპს ფინტექ სოლუშენსის (ს/კ 402036881) მონაცემთა ბაზაში;

ზ) გამსესხებელი უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად მსესხებელთან ყოველგვარი დამატებითი შეთანხმების გარეშე, ნებისმიერ დროს, მსესხებლის შესახებ ინფორმაცია, გადასცეს შპს ფინტექ სოლუშენსს (ს/კ 402036881). ამასთან, მსესხებელი აცნობიერებს, რომ აღნიშნული იწვევს მსესხებლის აღრიცხვას შპს ფინტექ სოლუშენსის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია სესხთან დაკავშირებული მონაცემების მართვა, მიმოცვლა, შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომლებიც მიღებულია სხვადასხვა პროვაიდერებისგან, გამოიყენება მოსარგებლეების მიერ, საქმიანობის ფარგლებში, პირის გადახდისუნარიანობის შესაფასებლად და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მისაღებად;

თ) შპს ფინტექ სოლუშენმა (ს/კ 402036881) და გამსესხებლის მიერ მის მსესხებელთან დაკავშირებით მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია გადასცეს იმ პირებს - რომლებთანაც შპს ფინტექ სოლუშენსს (ს/კ 402036881) დადებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აღნიშნული ხასიათის მონაცემების გადაცემასთან დაკავშირებით.

ი) გამსესხებელმა სესხის დაფარვის/სესხის გადავადების პროცედურის გამარტივების მიზნით, მსესხებლის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები გადასცეს პირებს, რომელთა საშუალებითაც სესხის და/ან მსესხებლის პირადი ნომრის მითითების საფუძველზე მსესხებელი სხვადასხვა საგადახდო არხის საშუალებით მიიღებს ინფორმაციას დასაფარი ვალდებულების და/ან სესხის გადავადების საფასურის ოდენობის თაობაზე. ამასთან, გამსესხებელი პასუხს არ აგებს მესამე პირის მიერ სწრაფი გადახდის აპარატის და სხვა საგადახდო არხების მეშვეობით მსესხებლის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში მსესხებლის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე.

კ) მესამე პირის მიერ მსესხებლის სასესხო ვალდებულებების შესრულების მიზნით გამსესხებელმა მსესხებლის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია მიმდინარე ვადაგადაცილების თაობაზე გადასცეს იმ მესამე პირებს, რომლებიც გამსესხებელთან ზეპირი ან წერილობითი ფორმით დააფიქსირებენ მზადყოფნას მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების თაობაზე. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ გამსესხებელი უფლებამოსილია, ნებისმიერი მესამე პირისგან მიიღოს მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

ლ) გამსესხებელმა მის აუდიტორებს, კონსულტანტებს და მრჩევლებს საჭიროების შესაბამისად გადასცეს მსესხებლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად იმ პირობით, რომ აღნიშნული პირები თავის მხრივ დაიცავენ ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

მ) გამსესხებელი უფლებამოსილია მომსახურების ხარისხის კონტროლისა და საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით აწარმოოს მომხმარებელთან ნებისმიერი სატელეფონო კომუნიკაციის მონიტორინგი და აუდიოჩაწერა. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნული უფლებამოსილება არ არის შეზღუდული დროის რომელიმე მონაკვეთით და გამსესხებელს ზარის მონიტორინგისა და ჩაწერის უფლებამოსილება გააჩნია ნებისმიერ დროს, მათ შორის წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან მისი სხვაგვარად შეწყვეტის შემდეგომაც.

ნ) გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის მიერ მიწოდებულ საკონტაქტო ნომერზე და/ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე, სიახლეეების, აქციების და სხვა აქტივობების გაცობის მიზნით, ნებისმიერ დროს გააგზავნოს სარეკლამო/მარკეტინგული შეტყობინებები. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ მსესხებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს უარი თქვას ამგვარი შეტყობინების მიღებაზე სმს-ის შემთხვევაში SMS OFF-ის საშუალებით, ელექტრონული ფოსტის შემთხვევაში - შეტყონინების ბოლოს მითითებული სიახლეების გამოწერის ფუნქციის გაუქმებით (unsubscribe) და კლიენტთა მომსახურების განყოფილებაში (ტელეფონის N: 2 47 29 29) ზეპირი ან წერილობითი ფორმით წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე.

8.4. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ნებისმიერ პირზე გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს.


9. პრეტენზიის მიღება და განხილვა

9.1 მსესხებელი უფლებამოსილია, წარადგინოს პრეტენზია, რომლითაც იგი გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, დაუთანხმებლობას, საჩივარს გამსესხებლის და/ან მისი ნებისმიერი პროდუქტის მიმართ წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ზეპირი საჩივრების დაფიქსირება შესაძლებელია კლიენტთა მომსახურების დეპარტამენტის ნებისმიერი არხის მეშვეობით, მათ შორის სატელეფონო ხაზის საშუალებით ნომერზე 2 47 29 29. წერილობითი პრეტენზიის დაფიქსირებისას მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს შემდეგი არხებით: ა) გამსესხებლის სათავო ოფისში ვიზიტი, სერვის ცენტრებსა და სხვა გაყიდვების პუნქტებში არსებული სპეციალური პრეტენზიების ფორმის შევსება; ბ) ელექტრონული ფოსტის გაგზავნა მისამართზე info@kimbi.ge/complaints@kimbi.ge, გ) ელექტრონული შერტობინების გაგზავნა ონლაინ საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, რომელიც განთავსებულია გამსესხებლის ვებგვერდზე; დ) სოციალური ქსელის მეშვეობით

9.2. გამსესხებელი ნებისმიერი ფორმით წარდგენილ პრეტენზიას განიხილავს და პასუხს აცნობებს მსესხებელს არაუმეტეს 30 დღის ვადაში.

9.3. მომხმარებელი უფლებამოსილია, მიიღოს ინფორმაცია პრეტენზიის განხილვის პროგრესის შესახებ სატელეფონო ნომერზე 2 47 29 29 ან დატოვოს ელექტრონული შეტყობინება გამსესხებლის ვებ გვერდზე განთავსებულ ონლაინ საკომუნიკაციო არხის მეშვეობით ან 8.1 პუქნტით განსაზღვულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე


10. ხელშეკრულების ცვლილება და შეწყვეტა

10.1 გამსესხებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები სესხის ხელშეკრულებაში (მათ შორის კანონდებლობით განსაზღვრული ცვლილებების შემთხვევაში ცალმხრივად შეცვალოს საპროცენტო განაკვეთი ან ნებისმიერი საკომისიო) ცვლილების შესახებ გამსესხებელი მსესხებელს შეატყობინებს ცვლილების ძალაში შესვლამდე 1 (ერთი) თვით ადრე ელექტრონული საშუალებებით (ელ ფოსტა, sms) შეტყობინების გაგზავნის გზით. მომხმარებელი უფლებამოსილია, აღნიშნული ცვლილების განცობიდან 10 დღის ვადაში ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების გზით ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ ისარგებლებს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებით, გამსესხებლის მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად მითითებული პერიოდიდან.

10.2. გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

10.2.1. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები

10.2.1.1. გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებლის მიერ ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გაუგზავნოს შეტყობინება მსესხებელს და ცალმხრივად ვადაზე ადრე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, მოსთხოვოს მსესხებელს სესხის ნარჩენი ძირი თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, საურავის/პირგასამტეხლოს დაუყოვნებლივ სრული ან ნაწილობრივი დაფარვა. მსესხებელი ვალდებულია გამსესხებლისგან ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ, მასში მითითებულ ვადაში დააბრუნოს სესხის სახით მიღებული თანხები, მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად. მხარეთა შეთანხმებით, გამსესხებლის მხრიდან ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და სესხის სრული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებული წერილობითი შეტყობინება მსესხებელს ეგზავნება ხელშეკრულების შეწყვეტამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღით ადრე.

10.2.1.2. გამსესხებლის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველს ასევე წარმოადგენს ქვემოთ მითითებული ერთ-ერთი შემდეგი გარემოებების არსებობა, კერძოდ, თუ:

10.2.1.3. მსესხებელი დაარღვევს ხელშეკრულების ნებისმიერ ვალდებულებას და დაარღვევს დავალიანების დაფარვის გამსესხებელთან შეთანხმებული გადახდის გრაფიკს ზედიზედ ორჯერ მაინც. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ჩაითვლება გადახდის გრაფიკის შესრულებად;

10.2.1.4. მსესხებელი ვერ ასრულებს ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრ ნებისმიერ სხვა ვალდებულებას.

10.2.1.5. ნებისმიერი ვერ ასრულებს ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრ ნებისმიერ სხვა ვალდებულებას.ობრივი გადახდა არ(ებისმ, ბისმიერი ვერ ასრულებს ხელშეკრულ

10.2.1.6. თუ მსესხებელი უარს იტყვის გამსესხებლის მიერ ცალმხრივად განხორციელებული ცვლილებების გამო.

10.2.1.7. მსესხებელი დაარღვევს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას;

მსესხებელი ჩაიდენს გამსესხებლის მოტყუებისკენ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას; 10.1.1.8. გამსესხებელისათვის ცნობილი ხდება, რომ მსესხებლის მიმართ

მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის შესაბამისად მსესხებელს შესაძლებელია დაეკისროს მატერიალური ხასიათის ვალდებულება, რომლის მოცულობაც აღემატება გაცემული სესხის თანხას, ან მსესხებელი მოხვდა მოვალეთა რეესტრში და მისი ვალი აღემატება სესხის თანხას ან/და მსესხებელი დაპატიმრებულია, ამასთან, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსესხებელს არ გააჩნია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო ფინანსური ხარჯები.

10.2. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია პირველი მოთხოვნისთანავე გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა, დარიცხული პროცენტისა და არსებობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ჩათვლით.

10.3. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ყოველდღიური პირგასამტეხლოს დარიცხვა წარმოებს მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მიუხედავად ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტისა.

10.4. მსესხებელი უფლებამოსილია ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გადახდის გარეშე ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია, სრულად გადაიხადოს სესხის ნარჩენი ძირი თანხა და დარიცხული საპროცენტო სარგებელი სესხის სარგებლობის პერიოდის პროპორციულად.


11. კომუნიკაცია მხარეთა შორის

11.1. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი სახის შეტყობინება მსესხებელს შესაძლოა გაეგზავნოს:

ა) მის მიერ მითითებულ იურიდიულ და/ან ფაქტობრივ მისამართზე;

ბ) მსესხებლის მიერ დაფიქსირებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე; გ) მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით.

11.2. მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე, 09:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ დროს შესაბამის მისამართზე არ იმყოფება არცერთი პირი ან პირი უარს აცხადებს შეტყობინების ჩაბარებაზე.

11.3. შეტყობინების ჩაბარების მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად ითვლება ნებისმიერი პირი მიუხედავად იმისა, წარმოადგენს ის თუ არა უშუალოდ მსესხებელს ან მისი ოჯახის წევრს. ამ პირისთვის შეტყობინების გადაცემა ითვლება მსესხებლისთვის შეტყობინების ჩაბარებად.

11.4. მსესხებელი,ყოველდღე, 09:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე, უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტითა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეტყობინების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომენტიდან.

11.5. 11.1 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალებებს შორის არჩევის უფლება აქვს გამსესხებელს. გამსესხებელი უფლებამოსილია შეტყობინების გაგზავნისათვის გამოიყენოს ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საშუალება. ამასთან, ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით შეტყობინების ჩაბარება საკმარისია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის და მსესხებელი არ არის უფლებამოსილი დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ გამსესხებელმა ჩაბარების მცდელობა არ განახორციელა რამდენჯერმე ან რამდენიმე თუ ყველა საშუალებით.

11.6. მსესხებელი ადასტურებს, რომ თანახმაა გამსესხებელთან ელექტრონული ფორმით სესხის ხელშეკრულების დადების შემდგომ მიიღოს ანგარიშსწორება და მიმოწერა ელექტრონულად, დოკუმენტაციაზე პირდაპირი მექანიკური გზით ხელმოწერის გარეშე. მსესხებელი ინფორმირებულია, რომ გამსესხებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი მიუღებლობა არ გულისხმობს სესხის თანხის, გადასახდელი პროცენტის ან პირგასამტეხლოს გადაუხდელობას.

11.7. თუ იცვლება მსესხებლის მიერ მითითებული ანგარიში ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამსესხებელს და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად.

11.8. 11.6 პუნქტით გათვალისწინებული, ასევე სხვა ნებისმიერი შეტყობინება გამსესხებლის მიერ მიღებულად ჩაითვლება, თუ ის შედგენილია წერილობით და ბარდება გამსესხებელს მისამართზე.

11.9. თუ გამსესხებელმა მსესხებელს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაუგზავნა წერილობითი შეტყობინებები ვადაგადაცილების შესახებ ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა შეკვეთილი წერილები, მას აქვს უფლება მოითხოვოს მსესხებლისგან გაწეული ხარჯების ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს 10 ლარისა ერთი წერილისათვის.

11.10. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ გამსესხებელმა გადასცეს მსესხებლის ნებისმიერი ინფორმაცია მათ შორის პერსონალური მონაცემები და სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია შპს საქართველოს ფოსტა-ს (ს/კ 203836233) მე-9 მუხლში აღნიშნული შეტყობინების მიწოდების მიზნებისათვის.

11.11 გამსესხებელი პასუხს არ აგებს მსესხებლის მიერ გამსესხებლისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით დამდგარი შედეგის გამო.


12. უფლებამონაცვლეობა

12.1. გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირს.

12.2. მსესხებელი, გამსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.

12.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.


13. დავების გადაწყვეტა

13.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმებით.

13.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე.

13.3. მხარეთა მიერ ხელშეკრულების შესრულების ადგილად განსაზღვრულია ქ. თბილისი.


14. სხვა პირობები

14.1. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არღვევს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სესხის დროულად დაფარვასთან მიმართებაში, გამსესხებელი იტოვებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ ან/და მსესხებელთან დაკავშირებული გამსესხებლისათვის ცნობილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს შპს პრობლემური აქტივების ბიურო ს/კ (401995276), შპს მედიატორი ს/კ (405027322), შპს PROFESSIONAL LEGAL CONSULTING ს/კ (404995779), , შპს

პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო ს/კ (402008554), შპს კრედიტ მენჯმენტი (ს/კ 404502356) და ასევე სხვა კომპანიებს, რომლებთანაც თანამშრომლობს და/ან მომავალში ითანამშრომლებს გამსესხებელი არსებული დებიტორული დავალიანების ამოღების მიზნებისათვის.

14.2 იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ შპს 4ფინანსში ამა თუ იმ ფორმით თანხის განთავსებას, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ გაფრთხილების ტექსტს და გაითვალისწინოთ: შპს 4ფინანსი არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. მისი გაკოტრების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა.

14.3. დაგვიანებული თანხის ამოღების შემთხვევაში ამოღების ხარჯებს ფარავს მსესხებელი, რაზეც მსესხებელი არის თანახმა. გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელზე ინფორმაცია გადასცეს სხვა კრედიტორებს, მათი უფლებების დასაცავად.

14.4. მსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს გამსესხებელს და მიიღოს გამსესხებლის ხელმოწერით დადასტურებული ხელშეკრულება.

14.5 მსესხებელი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯერად შესრულების შედეგად დამდგარი შედეგი: კერძოდ, ის ფაქტი, გამსესხებელი უფლებამოსილია, დავალიანების ამოღების მიზნით გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი საშუალება, მათ შორის მოითხოვოს მსესხებლის საბანკო ანგარიშების და მსესხებლის სახელზე რიცხული ქონების დაყადაღება და მოთხოვნის დაკმაყოფიელბა მათი რეალიზაციის მეშვეობით, კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით. გამსესხებელი ასევე უფლებამოსილია, მსესხებლის მიერ სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კლიენტის და მისი ფინანსური ვალდებულების თაობაზე ინფორმაცია გადასცეს ნებისმიერ მესამე პირს გამსესხებლის უფლებების დაცვის და დავალიანების ამოღების მიზნებისთვის.

14.6 იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს შემოსავალი გააჩნია ლარისგან განსხვავებულ ვალუტაში, ლარის გამყარების შემთხვევაში, მსესხებელს აქვს ფინანსური რისკი, რის შესახებაც მსესხებელი ინფორმირებულია.

14.7 წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე დასტურით ძალას კარგავს მხარეთა შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მსესხებელი ანცობიერებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების პირობები შესაძლოა პერიოდულად განახლდეს გამსესხებლის მიერ, შესაბამისად, პირობების განახლების შემდეგ ყოველი სესხის აღების ფაქტი ჩაითვლება განახლებულ პირობებზე მსესხებლის მიერ გამოხატულ თანხმობად.

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ გაძლევთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას. Cookies-ს გამოყენებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ Cookie პოლიტიკა. ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს მიერ Cookies-ს გამოყენების უფლებას, იხილეთ „cookie ფაილების კონტროლი და წაშლის“ ნაწილი Cookie ფაილებისა და თრექინგის პოლიტიკიდან.