ხშირად დასმული კითხვები

რა არის Kimbi.ge
Kimbi.ge არის დიდი გამოცდილების მქონე საიმედო საერთაშორისო კომპანია, რომელიც გასცემს სესხებს ონლაინ რეჟიმში.
როგორ იმოქმედებს ცუდი საკრედიტო ისტორია Kimbi.ge-ში სესხის მიღებაზე?
სესხის დამტკიცებისათვის Kimbi.ge ეყრდნობა რამოდენიმე ფაქტორს. თუმცა, ცუდი საკრედიტო ისტორია ამცირებს სესხის დამტკიცების შესაძლებლობას.
რამდენია Kimbi.ge-ს სესხის პროცენტი?
Kimbi.ge-ს სესხი ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 5,7%-ს.წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი არ აღემატება 99,4%-ს.
როგორია Kimbi.ge-სგან სესხის მიღების პროცესი?
Kimbi.ge-ს მთავარ გვერდზე მოცემულ კალკულატორზე აირჩიეთ სასურველი თანხა, დააჭირეთ ღილაკს „სესხის აღება“, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. სარეგისტრაციო აპლიკაცია უმარტივესია და მოიცავს მხოლოდ რამდენიმე ველს. (თუ უკვე არის ვივუსის მომხმარებელი) რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, უნდა გაიაროთ იდენტიფიკაცია. ამისათვის, პირადი საბანკო ანგარიშიდან ჩვენს ანგარიშზე გადმორიცხეთ 1 თეთრი. 1 თეთრის გადმორიცხვა შეგიძლიათ მხოლოდ ინტერნეტ ბანკის ან ბანკის ფილიალიდან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შიდა საბანკო გადარიცხვა ერთსა და იმავე ბანკს შორის გაცილებით სწრაფია. მას შემდეგ, რაც თქვენ მიერ გადმორიცხული 1 თეთრი აისახება ჩვენთან, დამტკიცებული თანხა 15 წუთის განმავლობაში გადმოგერიცხებათ საბანკო ანგარიშზე. თანხის გადმორიცხვა განხორციელდება მხოლოდ ჩვენს სამუშაო საათებში. ყურადღება: 1 თეთრი უნდა გადმორიცხოთ მხოლოდ თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში სესხი არ დამტკიცდება.
კომპანია: შ.პ.ს. 4ფინანსი
ჩვენი საბანკო ანგარიშებია:
საქართველოს ბანკი ბანკის კოდი: BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE45BG0000000103353500
თიბისი ბანკი ბანკის კოდი: TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: GE63TB7296736020100004
ტერაბანკი ბანკის კოდი: TEBAGE22 ანგარიშის ნომერი: GE37KS0000000360801351
ეს მნიშვნელოვანია! გთხოვთ, 1 თეთრის გადმორიცხვისას დანიშნულებაში/აღწერილობაში მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი შემდეგი ფორმატით XXXXXXXXXXX.
რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
1. ხართ საქართველოს მოქალაქე;
2. ხართ 20-დან 60 წლამდე;
3. გაქვთ პარტნიორი ბანკის ანგარიში;
4. შეძლებთ სესხის დაფარვას;
როგორ გავიგო, დაფიქსირდა თუ არა ჩემი გადახდა?
თანხის ასახვასთან დაკავშირებით, ინფორმაციას მიიღებთ მობილური სმს -ით. თიბისი ბანკისა და ტერაბანკის მომხმარებლების მიერ გადახდილი თანხა, ჩვენს ანგარიშზე მაქსიმუმ 10 წუთში აისახება. სხვა ბანკის მომხმარებელთა მიერ გადახდილი თანხის ასახვა კი მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში თუ ჩარიცხვის დამადასტურებელ შეტყობინებას, არ მიიღებთ თანხის ჩარიცხვიდან 24 საათის განმავლობაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (032) 2 47 37 37 ან ელ-ფოსტაზე: info@kimbi.ge. ასევე გაითვალისწინეთ, საქართველოს ბანკის მეშვეობით გადახდილი თანხა მომდევნო სამუშაო დღეს აისახება, გადახდის შაბათ-კვირას განხორციელების შემთხვევაში კი სამშაბათს (ორშაბათის თარიღით)
როდის არის Kimbi.ge-ს სამუშაო საათები?
ჩვენი სამუშაო საათებია: ორშაბათი-პარასკევი 09:00-19:00, შაბათი 10:00-16:00 Kimbi.ge-ზე განაცხადის შევსება შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში ნებისმიერ დროს. განაცხადი განიხილება სამუშაო საათებში.
შემიძლია თუ არა ავიღო სესხი Kimbi.ge-სგან, თუკი მე უკვე მაქვს Vivus.ge-ს სესხი?
დიახ შეგიძლიათ, აღნიშნულ შემთხვევაში ორივე ბრენდისგან აღებული სესხის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს
ერთდროულად ერთზე მეტი სესხის აღება შეიძლება?
თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ მხოლოდ ერთი მიმდინარე სესხი.
რამდენი ხანი ინახება ჩემი საკრედიტო ხელშეკრულება Kimbi.ge-ს მონაცემთა ბაზაში?
თქვენი ხელშეკრულების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 6 წელი.
როგორ ხდება საბანკო ანგარიშის ნომრის ცვლილება?
თქვენს პროფილზე საბანკო ანგარიშის ნომრის ცვლილების განხორციელებისთვის, აუცილებელია, ჩვენს ანგარიშზე 1 თეთრის გადმორიცხვა თქვენი ახალი პირადი ანგარიშიდან. გაითვალისწინეთ, ახალი ანგარიში უნდა იყოს მოქმედი. ანგარიშის ნომრის ცვლილების შეცვლის შემდეგ, თქვენ მიიღებთ სმს შეტყობინებას მობილურ ტელეფონზე. განახლებული ანგარიშით, სესხის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ. ანგარიშის ნომრის ცვლილებისას, რაიმე ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ Kimbi-ს ცხელ ხაზს, ნომერზე: 032 2 47 37 37
როგორ გავიგო დამიმტკიცდა თუ არა სესხი?
სესხის განაცხადზე პასუხი გამოგიჩნდებათ ვებ-გვერდზე, თანხის მოთხოვნისთანავე.
რამდენი ხანი სჭირდება ჩემი განაცხადის დამტკიცებას?
სესხის დამტკიცების შესახებ პასუხს მიიღებთ, განაცხადის დადასტურებიდან 5 წუთის განმავლობაში.
როდის ჩამერიცხება თანხა?
საქართველოს ბანკში, თიბისი ბანკსა და ტერა ბანკში საბანკო ანგარიშის მქონე მომხმარებლებს, სესხი ერიცხებათ: სამუშაო დღეებში-დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე პერიოდში, შაბათს დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე და კვირას დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე. ანგარიშზე თანხის ასახვა ხდება, სესხის დამტკიცებიდან 15 წუთის განმავლობაში.
არ მიმიღია სესხის ხელშეკრულება. როგორ მოვიქცე?
სესხის ხელშეკრულება შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თქვენი პროფილიდან, ან დაკვიკავშირდეთ (032) 2 47 37 37.
რა საბუთებია საჭირო?
რეგიტრსაციისთვის დაგჭირდებათ თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასორტი.
როგორ დავფარო სესხი?
სესხის დაფარვის პროცესი ისეთივე მარტივი და სწრაფია, როგორც სესხის გაცემა. კრედიტის დასაფარად საჭიროა, ინტერნეტ ბანკის ან ბანკის ფილიალის მეშვეობით, თანხის გადმორიცხვა Kimbi-ს საბანკო ანგარიშზე. სესხის დასაფარად, გადარიცხვისას აუცილებელია, სესხის ნომრისა და გადმორიცხვის დანიშნულების (სესხის დაფარვა) მითითება.
ჩვენი კომპანიის რეკვიზიტებია:
კომპანია: შ.პ.ს. 4ფინანსი
საქართველოს ბანკი ბანკის კოდი: BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE45BG0000000103353500
თიბისი ბანკი ბანკის კოდი: TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: GE63TB7296736020100004
ტერაბანკი ბანკის კოდი: TEBAGE22 ანგარიშის ნომერი: GE37KS0000000360801351
ცნობისთვის: საქართველოს ბანკის მომხმარებელთა მიერ განხორციელებული ტრანზაქციები თქვენს პროფილზე აისახება მომდევნო სამუშაო დღეს, გადახდის თარიღით. რაც შეეხება შაბათ დღეს გადახდილ თანხებს, მათი ასახვა მოხდება სამშაბათ დღეს (ორშაბათის თარიღით). უქმე დღეს განხორციელებული გადახდის შემთხვევაში კი გადახდის დღედ მისი მომდევნო სამუშაო დღე ჩაითვლება.
რატომ არ დამიმტკიცდა სესხი?
სესხის დამტკიცებისთვის, თქვენმა განაცხადმა უნდა გაიაროს გადახდისუნარიანობის შემოწმება. დადებით პასუხს იღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი საკრედიტო მდგომარეობა, ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
სად შეიძლება შპს "4ფინანსის" ფინანსური ანგარიშგების ნახვა?
შპს "4ფინანსის" კვარტალური ფინანსური ანგარიშგება შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართზე: www.vivus.ge/finance
საჭიროა თუ არა თავდები ან თანამონაწილე?
kimbi -ს სესხის მისაღებად არ არის საჭირო არც თავდები და არც თანამონაწილე. გარდა ამისა, Kimbi -ში გაიცემა სესხები უზრუნველყოფის გარეშე.
როდის შემიძლია განმეორებითი სესხის აღება?
განმეორებითი სესხის მიღება შესაძლებელია წინა სესხის დაფარვისა და დაფარვის დამადასტურებელი SMS -ის მიღების შემდეგ.
საჭიროა თუ არა ხელახალი იდენტიფიკაცია თუ უკვე მაქვს Vivus.ge-ს პროფილი?
დიახ, Kimbi.ge ზე ანგარიშის ნომრის დასაფიქსირებლად საჭიროა ხელახალი იდენტიფიკაცია.
შემიძლია თუ არა დავფარო სესხი ვადაზე ადრე?
დიახ, Kimbi -ს აქვს ვადაზე ადრე სესხის დაფარვის სერვისი. აღნიშნული სერვისით სარგებლობისას, მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ პერიოდის საკომისიოს, რა პერიოდშიც ისარგებლა კრედიტით.
რა ოდენობის სესხი შემიძლია ავიღო?
სესხის ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად. თქვენ შეგიძლიათ ისესხოთ მინიმუმ 500 და მაქსიმუმ 3000 ლარი.
ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ გაძლევთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას. Cookies-ს გამოყენებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ Cookie პოლიტიკა. ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს მიერ Cookies-ს გამოყენების უფლებას, იხილეთ „cookie ფაილების კონტროლი და წაშლის“ ნაწილი Cookie ფაილებისა და თრექინგის პოლიტიკიდან.